რუსეთის ხელისუფლებამ შეიძლება უპასუხოს რუსი დიპლომატების პრაღიდან გაძევებას ჩეხური წარმოების პროდუქტების, კერძოდ, ლუდის იმპორტის შეზღუდვით. ამის შესახებ ინფორმაციას სამთავრობო უწყებების ორ წყაროზე დაყრდნობით "კომერსანტი" ავრცელებს.
როგორც ერთ-ერთი წყარო აცხადებს, ასეთი ეკონომიკური სანქციები შეიძლება გახდეს აუცილებლობა, ვინაიდან "ჩვენ არ შეგვიძლია უპასუხოდ დავტოვოთ პრაღის უპრეცედენტო აგრესიული ქმედებები, რომლებზე პასუხის გაცემა შეუძლებელია მხოლოდ სარკისებურად".
ის ასევე განმარტავს, რომ შეზღუდვებმა შეიძლება გავლენა იქონიოს რომელიმე ინდუსტრიაზე, მაგრამ "კომერსანტის" წყაროები ხაზს უსვამენ, რომ ასიმეტრიული სანქციების დაწესების შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლება მიიღებს პრინციპს "ნუ ავნებ თავს".