ქვეყნის 10-ზე მეტ ქალაქში "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ.
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს შემდეგ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში: ბათუმში, გუმათში, ქობულეთში, ბოლნისში, რუსთავში, ზუგდიდში, წყალტუბოში, ლენტეხში, ყაზბეგში, ლანჩხუთში, თერჯოლაში, რუისში, გორში, ცაგერში, თელავში.
რიონის მცველებმა უკვე დაანონსნეს, რომ პროტესტი დედაქალაქში გადმოინაცვლებს. პირველი აქცია თბილისში 23 მაისს გაიმართება.