სამართალდამცველებმა მალიორკაზე დააკავეს კაცი, რომელმაც 22 ადამიანი COVID-19-ით დააინფიცირა. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულმა კორონავირუსის სიმპტომებს ყურადღება არ მიაქცია და სამსახურსა და სპორტდარბაზში სისტემატურად დადიოდა.
როგორც ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი, "მოქალაქემ ინფიცირების შესახებ ინფორმაციას დამალა".
თანამშრომლების შეშფოთების ფონზე, მამაკაცმა PCR ტესტი ჩაიტარა, თუმცა ის შედეგს არ დაელოდა და სამუშაო ადგილს პასუხების მიღებამდე დაუბრუნდა. შედეგად, ვირუსით დაინფიცირდა მისი ხუთი თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები.