შვეიცარიამ ინდოეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დააფიქსირა, ამის შესახებ ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანომ განაცხადა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
"შვეიცარიაში COVID19-ის ინდური შტამის პირველი შემთხვევა აღმოაჩინეს", - ნათქვამია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოს განცხადებაში.
ვირუსი დაუფიქსირდა მგზავრს, რომელიც ტრანზიტით იმყოფებოდა აეროპორტში.