გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა, რომ გერმანია ინდოეთიდან მგზავრების შემოსვლას ზღუდავს. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian- ავრცელებს.
შეზღუდვა ორშაბათიდან ამოქმედდება. გერმანიაში ინდოეთიდან შესვლის ნებართვა მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებს ექნებათ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კორონავირუსის ახალმა ვარიანტმა სამხრეთ აზიის ქვეყანა კორონავირუსის უახლეს ცხელ წერტილად აქცია.
"ჩვენ ძალიან გვაღელვებს ინდოეთში აღმოჩენილი ვირუსის ახალი მუტაცია. იმისათვის, რომ საფრთხე არ შეექმნას ჩვენს ვაქცინაციის პროგრამას, ინდოეთში მოგზაურობა მნიშვნელოვნად უნდა შეიზღუდოს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ჯერჯერობით, კორონავირუსის ახალი შტამის გამო, ინდოეთთან მიმოსვლა შეზღუდა დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ქუვეითმა და ირანმა.