ირანი ინდოეთთან და პაკისტათან ფრენებს აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ირანი COVID-19-ის მძიმე მეოთხე ტალღასთან გამკლავებას ცდილობს.
ფრენების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო. მისი თქმით, ინდოეთში აღმოჩენილმა კორონავირუსის ახალმა შტამმა შეიძლება იმაზე მეტად სერიოზულ საფრთხეს შეუქმნას ქვეყანას, ვიდრე გაერთიანებულ სამეფოში აღმოჩენილმა ვარიანტმა, რომელიც ახლა ირანში გახდა დომინანტი.
"ახლა ჩვენ ახალი საფრთხის წინაშე ვდგავართ, ეს არის ინდური ვირუსი, რომელიც ინგლისურ, ბრაზილიურ და სამხრეთ აფრიკელებზე უარესია. თუ ეს ვირუსი შემოვა ქვეყანაში, ჩვენ დიდი პრობლემა შეგვექმნება", - განაცხადა პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ.