ბოლო 24 საათში, ავღანეთის სამ პროვინციაში მომხდარი თავდასხმების შედეგად მინიმუმ 14 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, ქვეყანაში გრძელდება ძალადობრივი კონფლიქტი.
გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქ ქაბულში, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა, სამი ცალკეული ინციდენტის შედეგად, ოთხი პოლიციელი, უნივერსიტეტის ლექტორი და მთავრობის თანამშრომელი მოკლეს.
გარდა ამისა, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით ღაზნის პროვინციაში, მინიმუმ ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათი სიკვდილის მიზეზი გზისპირზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქეა იყო.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ოფიციალური პირები მათ "თალიბანს" უკავშირებენ.