თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ ილჰამ ალიევმა ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

როგორც თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყნის ლიდერებმა ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე მოსაზრებები გაცვალეს და ამ მხრივ ის ნაბიჯები განიხილეს, რომელთა გადადგმაც ერთობლივად შეიძლება.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტების საუბრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.