ქუვეითმა, ნიუ დელიში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ინდოეთთან ფრენები შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, ქუვეითის მხრიდან ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა რაც ინდოეთში დაფიქსირდა ინფექციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
"ინდოეთის რესპუბლიკიდან ჩამოსულ მგზავრებს არ აქვთ ქვეყანაში შესვლის უფლება, არც პირდაპირი რეისით და არც სხვა ქვეყნის გავლით, თუ ქუვეითში ჩასვლამდე, სულ მცირე 14 დღე მაინც არ ცხოვრობენ ინდოეთის რესპუბლიკის გარეთ", - ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა დირექციამ Twitter- ზე განაცხადა.