სერბეთის სახელით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონია.
დათუნაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი უკვე მესამედ მოიპოვა, თუმცა 2016 და 2017 წლებში მოჭიდავე საქართველოს სახელით ასპარეზობდა.
ვარშავაში მიმდინარე ევროპირველობის ფინალში დათუნაშვილმა ბელარუსი კირილ მასკევიჩი დაამარცხა.
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის ნაკრებში 2020 წლის დასაწყისში გადავიდა, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ თამაზ გეგეშიძესთან დაპირისპირების გამო.