"ლოკდაუნი კლავს" - ბრიტანეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს

მასობრივი შეკრების აკრძალვის მიუხედავად, ბრიტანეთში ათასობით დემონსტრანტი ლონდონის ცენტრში შეიკრიბნენ და კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. ამის შესახებ ინფორმაციას Usnews ავრცელებს.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ COVID-19-ის გამო შეზღუდვები არ არის საჭირო და ადამიანის უფლებებს არღვევს. ისინი ეწინააღმდეგებიან ვაქცინაციას, პირბადის ტარებას და ე.წ. ჯანმრთელობის პასპორტების შემოღებას.

აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ბანერები წარწერით: "არა ვაქცინის პასპორტებს" და "ლოკდაუნი კლავს".