ბიზნესმენი და Microsoft Windows-ის შემქმნელი ბილ გეიტსი იმედოვნებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ქვეყნებს შორის გაზიარება გაიზრდება და 2022 წლის ბოლოს, მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.
Sky News-ის ინფორმაციით, გეიტსი ამბობს, რომ აშშ-ს მალე უნდა ჰქონდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ის რაოდენობა, რათა სხვა ქვეყნებისთვის გაზიარება შეძლოს.
Microsoft Windows-ის შემქმნელი წუხს, რომ COVID19-ის პანდემიისგან მსოფლიომ გაკვეთილი ვერ ისწავლა, რათა მომდევნო გლობალურ პანდემიას გაუმკლავდნენ.
მისი თქმით, მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესი არათანაბრად მიმდინარეობს.
”ის ფაქტი, რომ ახლა 30 წლის პირებს უკეთდებათ ვაქცინაცია ბრიტანეთსა და აშშ-ში და ამ დროს, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში 60 წლის ადამიანები ვაქცინირებულები არ არის, ეს არ არის სამართლიანი", - ამბობ გეიტსი.
მილიარდერმა გეითსმა, რომელიც Microsoft Corp– ის თავმჯდომარის თანამდებობიდან 2014 წელს გადადგა, თავისი ფონდის მეშვეობით მინიმუმ 1,75 მილიარდი დოლარი გამოყო Covid-19 პანდემიის გლობალური რეაგირებისთვის.