ბაღდადის კოვიდკლინიკაში ხანძარს 82 ადამიანი ემსხვერპლა

The Associated Press-ის ინფორმაციით, ბაღდადის კოვიდკლინიკაში გაჩენილ ხანძარს 82 ადამიანი ემსხვერპლა.

გამოცემა ინფორმაციას ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაშავებულია 110 ადამიანი. გარდაცვლილთა შორის რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი სულ მცირე 28 კოვიდინფიცირებულია, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, ერაყის დედაქალაქში მდებარე საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხანძარი ჟანგბადის ავზის აფეთქების შედეგად გაჩნდა.

ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე საათში ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰოსპიტალის დირექტორი, ასევე ბაღდადის ჯანდაცვის დეპარტამენტის იმ რაიონის ხელმძღვანელი გაათავისუფლა თანამდებობიდან, სადაც კლინიკა მდებარეობდა.