დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ გარდა ბრიტანული შტამისა, რომელიც ახლა ცირკულირებს ჩვენს ქვეყანაში, შესაძლოა, სხვა შტამებიც გამოჩნდეს.
"ალბათობა იმის, რომ სხვა შტამებიც გაჩნდეს და შემოვიდეს ქვეყანაში, დიდია. ინდოეთში ხომ ხედავთ, რაც ხდება, ძალიან სწრაფი გავრცელებაა. ამიტომ, ვცდილობთ, რომ ამ შტამის ქვეყანა შემოსვლა გადავადდეს და პრევენცია გაკეთდეს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.