ინდონეზიის ხელისუფლების განცხადებით, წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის 53 წევრი დაიღუპა

Al Jazeera-ს ინფორმაციით, ინდონეზიაში, გაუჩინარებული სამხედრო წყალქვეშა ნავის ნამსხვრევების აღმოჩენის შემდეგ, ეკიპაჟის ყველა, 53-ვე წევრის ცხედრებსაც მიაკვლიეს.

გამოცემა წერს, რომ 24 აპრილს წყალქვეშა ნავის ფრაგმენტები და რამდენიმე ნივთი იპოვეს.

„მტკიცებულებების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ KRI Nanggala-402 ჩაიძირა და მთელი მისი ეკიპაჟი დაიღუპა. წყალქვეშა ნავი სამ ნაწილადაა დამტვრეული - კორპუსი, კიჩო და მისი ძირითადი ნაწილი განცალკევებულია“, - აცხადებენ ოფიციალური უწყებები.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, წყალქვეშა ნავი კუნძული ბალიდან გაუჩინარდა.