მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთ მილიარდზე მეტი დოზა გაკეთდა

Bloomberg-ის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 172 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების ერთ მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული.

გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 18.3 მილიონ ადამიანს უტარდება. აშშ-ში ვაქცინის 225 მილიონი დოზა გამოიყენეს, ჩინეთში- 216 მილიონი, ინდოეთში -140 მილიონი, ევროკავშირში კი 126 მილიონზე მეტი ვაქცინა გაკეთდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 55.3% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. მას ჩილე მოჰყვება, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოქალაქეთა 32.3%-მა მიიღო. მე-3 ადგილს აშშ იკავებს 28%-ით.