ინდოეთში გართულებული ეპიდმდგომარეობის გამო, იტალია შეუერთდა იმ ქვეყნების სიას, სადაც ინდოეთიდან შესვლაზე შეზღუდვები წესდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერენზამ განაცხადა, ქვეყანაში შესვლა ეკრძალება ყველა უცხოელს, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ინდოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
რაც შეეხება იტალიის მოქალაქეებს, სამშობლოში ინდოეთიდან დაბრუნებისას, მათ კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ და კარანტინი გაიარონ.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შეზღუდვები დააწესა გერმანიამ.