იტალია არის ევროკავშირის მესამე ქვეყანა, სადაც 5 მილიონი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია

Business-standard-ის ინფორმაციით, იტალია ხდება ევროპაში მესამე ქვეყანა, სადაც 5 მილიონი ადამიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქციინით სრულად აცრილია.

როგორც გამოცემა წერს, იტალია ვაქცინაციის კუთხით ევროკავშირის წევრ ორ ქვეყანას - გერმანიასა და საფრანგეთს ჩამორჩება.

იტალიაში სულ 17,3 მილიონმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის მინიმუმ პირველი დოზა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 28,5 % ნაწილობრივ არის ვაქცინირებული.