ბიძინა კულუმბეგოვი: AstraZeneca-ს ასაკობრივ ზღურბლთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ვადა 31 მაისს ეწურება და გაიმართება მსჯელობა, ვაქცინის ასაკობრივ ზღურბლთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, გამოუყენებელი ვაქცინა არ დარჩება და მისი ათვისება სრულად მოხდება.

,,AstraZeneca-ს ვაქცინას ვადა ამოეწურება 31 მაისს. ამ ვაქცინაზე, ძალიან ბევრი ადამიანი მეორედ ვაქცინაციას ელოდება. მხოლოდ 10 ათასამდე დოზა რჩება, რომელიც განკუთვნილია 55 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. რა თქმა უნდა, მსჯელობა იქნება AstraZeneca-ს ასაკობრივ ზღურბლთან დაკავშირებით, მისი მოდიფიცირება იგეგმება.

ჩვენ არ გვაქვს ერთი დოზის გამოუყენებლობის უფლებაც, ეს სრული კატასტროფა იქნება. მას აუცილებლად ავითვისებთ. მერწმუნეთ, ერთი თვის განმავლობაში, არ დარჩება გამოუყენებელი. ვაქცინაციაში კიდევ 100-ზე მეტი ცენტრი ჩაერთვება“, - განაცხადა კულუმბეგოვმა ,,იმედის ეთერში.