ევროკომისიის პრეზიდენტი: ვაქცინირებული ამერიკელები ევროკავშირში თავისუფლად მოგზაურობას შეძლებენ

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ზაფხულში, ვაქცინირებულ ამერიკელებს ევროპაში მოგზაურობის უფლება მიეცემათ.

როგორც ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი New York Times- თან ინტერვიუში აცხადებს, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო უპირობოდ დათანხმდება, რომ აშშ-ის მოქალაქეებისთვის ევროპაში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდეს.

,,ამერიკელები, როგორც მე ვხედავ, "ევროპის მედიკამენტების სააგენტოს" მიერ დამტკიცებულ ვაქცინებს იყენებენ. ეს მათ ევროპაში თავისუფლად გადაადგილებისა და მოგზაურობის საშუალებას მისცემს“, - ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, ევროკავშირმა უკვე დაამტკიცა ე.წ. ელექტრონული კოვიდპასპორტები, რომელთა საშუალებითაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ მოქალაქეებთან ერთად ევროკავშირის სახელმწიფოებში მოგზაურობას ის ადამიანებიც შეძლებენ, ვინც კოვიდტესტის უარყოფით პასუხს წარადგენს და ასევე იმ პირებს, რომლებსაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს.