თურქეთში ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, 532 ადამიანის დაკავების ორდენი გაიცა

Anadolu Agency-ს ინფორმაციით, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთის პროკურატურამ 532 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა.

როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილებს შორის 459 სამხედროა, მათ შორის, 4 პოლკოვნიკი, ერთი ვიცე-პოლკოვნიკი, 9 მაიორი და 24 კაპიტანი.

ცნობისთვის, თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენს 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. დაპირისპირებას მაშინ 251 ადამიანი ემსხვერპლა, 2 200-მდე კი, დაშავდა.