ამირან გამყრელიძე: მასობრივ ვაქცინაციაზე გადის პანდემიის დასრულება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ მასობრივ ვაქცინაციაზე გადის პანდემიის დასრულება.

მისივე თქმით, ერთმანეთთან ახლოს ვიქნებით, თუ ყველა ავიცრებით.

„ამიტომ ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ, აქტიურად მიმართეთ ამცრელ პუნქტებს. დღეს ქვეყანაში ვაქცინაცია წარმოებს 2 ვაქცინით: Pfizer-თა და Astrazeneca-თი. 4 მაისიდან მას დაემატება Sinopharm. თანდათან ვაქცინების მარაგი ქვეყანაში სულ უფრო და უფრო შეივსება და ის თითოეული მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.