დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინაციის წინ კოვიდგადატანილი პირებისთვის ანტისხეულებზე ტესტის ჩატარება საჭირო არ არის.
მისივე თქმით, მათ, ვისაც აქვთ ანტისხეულები, აცრის შემდეგ უკეთესი დაცვა ექნებათ.
„არავითარი ტესტის ჩატარება კოვიდგადატანილებისთვის ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის, რადგან რომც არ გქონდეთ ვთქვათ, ანტისხეულები, არ ნიშნავს, რომ დაცულები არ ხართ
არის ეგრეთ წოდებული ჰუმორული იმუნიტეტი, ანუ ანტისხეულები და უჯრედული. ტესტი არაფერს გაძლევთ. თუ გაქვთ ანტისხეულები, აცრის შემდეგ მეტი ანტისხეული გექნებათ და შესაბამისად, უკეთესი დაცვა. ამიტომ, გაქვთ თუ – არა, ამის გაგება ვაქცინაციის წინ არაფერს არ გაძლევთ“, – განაცხადა იმნაძემ.