ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შედგება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახლა ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შედგება.

"ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ეს შეხვედრა გაიმართება", - უკრაინის პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკიმ გაიხსენა, რომ მან პუტინი შეხვედრაზე დომბასში მიიწვია. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა "დაადასტურა შეხვედრის სურვილი, მაგრამ შეხვედრა მოსკოვში შესთავაზა".

"პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს უკვე დავავალე, დაუკავშირდეს პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციას, რათა შეხვედრის ვადები და ადგილი განისაზღვროს. ჩემთვის მთავარია შეხვედრის არსი და არა მისი ჩატარების ადგილი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.