რუმინეთმა რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბუქარესტში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშის მოადგილე, ალექსეი გრიშაევი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გავრცელებული ინფორმაციით, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩათვალა, რომ რუსმა დიპლომატმა დაარღვია 1961 წლის ვენის კონვენციის დებულებები.

საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ბუქარესტში რუსეთის ელჩი, ვალერი კუზმინი სამინისტროში დაიბარეს და რუმინეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობეს.