ვაქცინაციაში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციაში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.

მისი თქმით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად აქტიურად გრძელდება ვაქცინაცია.

„იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციაში ჩაერთვებიან საქართველოს მ​თავრობისა და პარლამენტის წევრები“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.