"იმედი მაქვს შემდეგი აღდგომა იქნება უფრო თავისუფალი, წლევანდელი კი ისე მოკრძალებულად ჩავატაროთ, როგორც გასული წლის", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გამყრელიძსი თქმით, აღდგომა არის საოჯახო დღესასწაული, ამიტომ მოსახლეობას მოუწოდებს, ოჯახში აღნიშნოს.
"ადამიანების ფართომასშტაბიანი შეკრება გახლავთ ერთ-ერთი რისკფაქტორი ინფექციის გავრცელების, აღდგომა არის საოჯახო დღესასწაული, ამიტომ ვეცადოთ ოჯახში აღვნიშნოთ შედარებით მოკრძალებულად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.