როდიდან შეძლებენ ვაქცინირებული ადამიანები კოვიდპასპორტების მიღებას? - ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კოვიდპასპორტების დასანერგად NCDC-ში აქტიური მუშაობა მიმდინარეობას და, სავარაუდოდ, ორი კვირის შემდეგ, აცრილ ადამიანებს მათი მიღება შეეძლებათ.

„ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში მუშაობს ჯგუფი, ჩვენი IT სამსახური. ისინი მუშაობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ესტონეთთან ერთად. ეს პასპორტი აგებული იქნება იმ პრინციპებზე, რომელზეც აგებულია ევროკავშირში გაცემული კოვიდპასპორტები. მასში ასახული იქნება აცრის სტატუსი, დაავადების გადატანი ან არგადატანის შესახებ ინფორმაცია და PCR-ტესტირების სტატუსი. ეს სამუშაო თითქმის ბოლომდეა მიყვანილი და ვფიქრობ, რომ ეს მომავალი ორი კვირის განმავლობაში უნდა დასრულდეს. დღეს უკვე გვყავს 2 887 ორჯერადად ანუ სრულად აცრილი ადამიანი, რომელთაც, შეიძლება, მოითხოვონ კოვიდპასპორტი. დღეს ჩვენ შეგვიძლია, იმუნიზაციის ელექტრონული ბაზიდან, გავცეთ ამობეჭდილი დოკუმენტი, მაგრამ ჯერ არ გვაქვს კოვიდპასპორტები - თავისი შესაბამისი QR კოდებით“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.