საქართველოში კოვიდვაქცინის ორივე დოზით 2 887 ადამიანია აცრილი

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით 2 887 ადამიანია აცრილი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, კოვიდპასპორტების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, კოვიდპასპორტების დასანერგად, NCDC-ში აქტიური მუშაობა მიმდინარეობას და, სავარაუდოდ, მაისის მეორე ნახევრიდან, აცრილ ადამიანებს მათი მიღება შეეძლებათ. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, კოვიდპასპორტების გაცემამდე, ტექნიკური სამუშაოსა და იურიდიული საკითხების დასრულებაა საჭირო.