ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მთავრობის ამოცანაა ქვეყანაში კორონავირუსის ინდური შტამი არ დაფიქსირდეს

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მთავრობის ამოცანაა ქვეყანაში კორონავირუსის ინდური შტამი არ დაფიქსირდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა "ქრონიკას" ეთერში განაცხადა..

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ შტამს ახასიათებს განსაკუთრებით სწრაფი გავრცელება და ასევე მძიმე გამოსავლები.

"ამ მიმართულებით გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როდესაც 2 კვირის წინ დავიწყეთ ინდოეთიდან შემოსული მოქალაქეების მკაცრი კონტროლი. მათ მიმართ, ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში, განსაკუთრებული შეზღუდვები და მაქსიმალური კონტროლი არის დაწესებული. ეს არის ჩვენი ამოცანა - მაქსიმალურად მოვახერხოთ, რომ ეს შტამი საქართველოში არ დაფიქსირდეს, ვინაიდან, გიდასტურებთ, ამ შტამს ახასიათებს განსაკუთრებით სწრაფი გავრცელება და ასევე მძიმე გამოსავლები", - განაცხადა ტიკარაძემ.