შარლ მიშელის დოკუმენტს კიდევ სამმა დეპუტატმა მოაწერა ხელი

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტზე კიდევ სამმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაცის ევროკავშრის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა, მიხეილ დაუშვილმა და ალექსანდრე მოწერელიამ.

ასევე, პარტიის სახელით, დოკუმენტს ხელი მოაწერა „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ.