IRI-ის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში "ქართული ოცნების" წევრებისა და შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, შეხვედრის ძირითად განსახილველ თემას ამნისტიის შესახებ კანონპროექტი წარმოადგენს.

"ქართული ოცნების" მხრიდან შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი.

ოპოზიციდან კი "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე, პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი და "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.