"ჩვენ ახლა კლასტერული გავრცელებიდან საყოველთაო გავრცელებაში გადავედით და თანდათან პიკში შევდივართ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გადაცემაში "კომენტარი" განაცხადა.
"ჩვენ ახლა კლასტერული გავრცელებიდან საყოველთაო გავრცელებაში გადავედით და თანდათან პიკში შევდივართ. როგორც მოგახსენეთ, ყველანაირი პროგნოზირებით, ჩვენთვის პიკური პერიოდი უნდა იყოს სადღაც აპრილის ბოლოდან პირველი ორი კვირა მაისის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დავიცავთ რეკომენდაციებსა და რეგულაციებს.
მოგეხსენებათ, არის გარკვეული ნიშნები, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში გაიზარდა, ასევე, ოდნავ შემცირებულია მობილობა. თუ ჩვენ პირბადის ტარების ამ მაჩვენებელს, დაახლოებით 70-დან 80%-მდე შევინარჩუნებთ და კიდევ უკეთესია ავიდეთ 95%-ზე, რა თქმა უნდა, დაცვის მექანიზმი მეტი იქნება", - განაცხადა გამყრელიძემ.