"ამნისტია არ შეეხება მაკო გომურის საქმეს, ორივე მხარე შევთანხმდით", - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ ხელისუფლების წარომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ამ ნაწილში ჩვენ შევთანხმდით ორივე მხარე. ამიტომ ვამბობ, რომ ამნისტია არ შეეხება მაკო გომურის საქმეს და ყველა იმ საქმეს, სადაც გვაქვს განზრახ სხეულის მძიმე დაზიანება. ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა.
რაც შეეხება შეთანხმებას, ხვალ ჩვენ ვასრულებთ ჩვენ ვალდებულებას. ვრეგისტრირდებით სესიაზე, რის შემდეგაც ვიხილავთ პირველ ნაბიჯს შესრულებულს და ქალბატონი პრეზიდენტი შეიწყალებს გიორგი რურუას და ამის შემდგ იქნება სამუშაო შეხვედრები. დღის ბოლოს გახდება ცნობილი, რეგისტრირდება ერთი კანონი, ორი კანონპროექტი, თუ სად ვართ",- განაცხადა სამნიძემ.