ამირან გამყრელიძე: ჩვენ მომხრე ვართ, ადამიანებს, ვისაც კოვიდპასპორტი ექნებათ, ჰქონდეთ შესაბამისი "პრივილეგია"

„გვაქვს რეკომენდაციები, რომ ადამიანებს ვინც უკვე აიცრნენ ერთჯერადად, ან ორჯერადად სხვადასხვა „პრივილეგია“, უპირატესობები ჰქონდეთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

"ჩვენ გვაქვს ჩვენი რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანებს, იგივე, ვინც არიან აცრილები ერთჯერადად, ან ორჯერადად, სხვადასხვა ინცენტივი საზოგადოებასა და ცხოვრებაში ჰქონდეთ. ამ ტიპის რამდენიმე ასეთი ინცენტივი წარდგენილია საკოორდინაციო საბჭოში და ეს იქნება განხილული.

რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ იმისა, რომ ამ ადამიანებს, ვისაც კოვიდპასპორტი ექნებათ, ჰქონდეთ შესაბამისი „პრივილეგია“, უპირატესობა.

მოგეხსენებათ, ეს უკვე ბევრგან არის - ე.წ. კოვიდისგან თავისუფალი ან აცრილი რესტორნები, სასტუმროები. ეს სერიოზული პრივილეგიაა, ასე ვთქვათ, იმიტომ, რომ ადამიანი, როცა მიდის კლინიკაში და იცის, რომ იქ ყველა აცრილია, იქ ნაკლები რისკია შემდგომი დაინფიცირების, ან იგივე იქნება ეს რესტორანი თუ სხვა", - განაცხადა გამყრელიძემ.