საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით აცრისთვის რეგისტრაცია დღეს იწყება. ვაქცინაციის პროცესი კი 4 მაისიდან დაიწყება.
დღესვე, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა ასაკობრივ ჯგუფებზე განაწილდება Sinopharm-ის ვაქცინა.
როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, Sinopharm-ის ეფექტიანობის, უსაფრთხოებისა და გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი, ვაქცნინი ხარისხიანობაზე მიუთითებს.
"ჩინური ვაქცინა ერთ-ერთი გამორჩეულია, ვინაიდან მისი ეფექტურობის, უსაფრთხოების მაჩვენებელი, გვერდითი მოვლენების სიხშირე ზუსტად შეესაბამება იმ მოლოდინებსა და რეკომენდაციებს, რაც არსებობს ხარისხიან ვაქცინებთან დაკავშირებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 4 მაისის შემდეგ ყოველდღიურად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა გაიზრდება და მივუახლოვდებით იმ ციფრს, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას", – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.