ინდოეთში Covid-19-ის შემთხვევის მაჩვენებლებმა ბოლო ხუთი დღის განმავლობაში გლობალურ მაჩვენებლებს მიაღწია, საავადმყოფოებში საწოლების, მედიკამენტების, ვენტილატორების და ჟანგბადის აპარატის მარაგები ამოიწურა. ათასობით ადამიანი გარდაიცვალა დამანგრეველი მეორე ტალღის ფონზე, რომელიც გასულ თვეს დაიწყო.
მედია წერს, რომ ინდოეთი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბიდან გამომდინარე, ახლა მსოფლიოს ცხელი წერტილია. შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოთქვა დახმარების სურვილი და ინდოეთს AstraZeneca– ს მილიონობით ვაქცინის დოზას მიაწვდის. ჟანგბადის აპარატები კი ქვეყანას დიდმა ბრიტანეთმა მიაწოდა.
ინდოეთში კოვიდინფექციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კატასტროფულად იზრდება, დასავლეთის ზოგიერთი უფრო მდიდარი ქვეყნისგან განსხვავებით, რომლებიც შეზღუდვების შემცირებას იწყებენ. ვირუსმა მსოფლიოში 3,1 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინდოეთში, ორშაბათს 2,800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 354 531 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მედიაში გავრცელდა ფოტოები, როლმელზეც ჩანს ცხედრების მასობრივი კრემაცია. კრემატორიუმებში ადგილის არარსებობის გამო, კრემაცია სპეციალურად მოწყობილ ადგილებში ხდება.