პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტი გამოსცა.

„მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემისიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს! ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში! ყველას გისურვებთ წარმატებას“, - წერს პრეზიდენტი