ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 578 ადამიანს დაუდასტურდა, 909 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 373 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 217 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 156 PCR ტესტით.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 305 850-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 287 938-მდე. ხოლო 4 060 ინფიცირებული გარდაიცვალა.
დადებითობის მაჩვენებელი: 26 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.19%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.48%.
ინფიცირების 1 578 ახალი შემთხვევიდან 1001 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 128, იმერეთი - 89, ქვემო ქართლი - 56, შიდა ქართლი - 61, გურია - 39, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 63, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 13 826, საიდანაც: 3 644 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 999, აჭარაში - 418, იმერეთში - 413.
მძიმე პაციენტი: 658, მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 74, იმერეთში -87.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 142, მათგან თბილისში - 97, აჭარაში - 11, იმერეთში - 11.
694 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 375 - თბილისში, 292 - აჭარაში. 9 488 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 222 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 218, ხოლო აჭარაში - 3. სულ 6 ოქტომბრიდან - 26 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 521 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 266 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 781 პირი, აჭარაში - 2 475, იმერეთში - 1 669.