სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები არ მიიღებენ მონაწილეობას NATO-ს წვრთნებში "ევროპის დამცველი 21" (Defender Europe 21). ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
"მიუხედავად ადრე გაკეთებული ოფიციალური განმარტებისა, მედიის მხრიდან დასმული კითხვების პასუხად, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს NATO-ს სამხედრო წვრთნებში "ევროპის დამცველი 21" მონაწილეობა მიიღოს",- ნათქვამია განცხადებაში.