"ვერ ვპოულობ ვერანაირ გამართლებას, თუ როგორ მომექცნენ თურქეთში... უნდა დავასკვნა, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ ქალი ვარ",- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
"მე ვიგრძენი წყენა და თავს მარტოდ ვგრძნობდი, როგორც ქალი და როგორც ევროპელი",- განაცხადა ევროკომიისიის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 3 კვირის წინ, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ევროკავშირის ლიდერების სტუმრობისას, ურსულა ფონ დერ ლაიენი სკამის გარეშე დარჩა, რის შემდეგაც მას დივანზე დაჯდომა მოუწია.
"თურქეთში ჩემმა ვიზიტმა აჩვენა, თუ რამდენად შორი გზაა გასავლელი, ვიდრე ქალებს თანასწორად მოექცევიან. ყოველთვის და ყველგან. ჩემმა ამბავმა სათაურები დაწერა. მაგრამ იმდენი ამბავია ქალების შესახებ, რომელთა უმეტესობა ბევრად უფრო სერიოზულია, რაც შეუმჩნეველი რჩება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ამბებიც მოთხრობილია!", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი Twitter-ზე.