არჩილ თალაკვაძე: გირაო არ არის იმის გარანტია, რომ მელია საბოლოოდ დარჩება თავისუფლებაზე, ამისთვის საჭიროა ამნისტია

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გირაოს გადახდის შემთხვევაში, ნიკა მელია ციხეს დატოვებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი საბოლოო თავისუფლება უზრუნველყოფილია.

თალაკვაძის თქმით, „ეს გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს, სწორედ ამიტო ჩადეს ევროპელმა პარტნიორებმა შეთანხმებაში ამნისტიის პუნქტი, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს და არა შუალედურად, ნიკა მელიას განცხადება კი მიმართული იმისკენ, რომ დესტრუქცია მოუწყონ შეთანხმებას და დააბნინო საზოგადოება“.

„ნაცოინალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ მზადაა, ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს.

ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმომწერების მონაწილეობით დღეს პარლამეტში პირველი სხდომა ჩატარდება. დეპუტატები პარლამენტის შენობაში, 20 ივნიის დაზარალებულების აქციის ფონზე შევიდნენ.