"მიზანმიმართული ჭორია, თითქოს მე თბილისის მერის არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობას", - ამის შესახებ პარლამეტის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
"მიზანმიმართული ჭორია, თითქოს მე თბილისის მერის არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობას გუნდის სახელით. მე არაერთხელ ვთქვი, რომ თბილისს ჰყავს გამორჩეული მერი, რომელიც ჩვენი გუნდის წარმატებული ლიდერია და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ბევრ მოქალაქეს სურს, რომ კახა კალაძე იხილოს მერად მომავალში, თუმცა, პირველ რიგში, ეს არის მისი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ უახლოეს პრიოდში, კამპანიის დაწყებისას წარვუდგენთ მოსახლეობას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.