Twitter-მა ინდოეთის მთავრობის მოთხოვნით, კორონავირუსთან დაკავშირებული რამდენიმე კრიტიკული პოსტი წაშალა. ამ ნაბიჯმა ათასობით ადამიანის აღშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
Twitter-ის სპიკერმა დაადასტურა, რომ მან ზოგიერთი კრიტიკული მასალა, რომელიც ინდოეთში გავრცელდა, დაბლოკა.
კვირას გაკეთებულ განცხადებაში, ინდოეთის ელექტრონულმა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ განაცხადა, რომ მან სთხოვა Twitter-ს, Facebook-ს და სხვა პლატფორმებს, წაეშალათ დაახლოებით 100 პოსტი "გარკვეული მომხმარებლების მიერ სოციალური მედიის პლატფორმების ბოროტად გამოყენების გამო ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებისთვის ".
გავრცელებული ინფორმაციით, Twitter–ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ინდოეთის მთავრობა დაადანაშაულა, რომ Twitter-ის წაკითხვის ნაცვლად, ჟანგბადის ბალონები არ მოიმარაგა.