ამირან გამყრელიძე: სოფელში ადამიანს არავინ აუკრძალავს საფლავზე გასვლას, მონიტორინგი იქნება სუფრის გაშლაზე

"სოფელში ადამიანს არავინ აუკრძალავს საფლავზე გასვლას, მონიტორინგი იქნება სუფრის გაშლაზე", - ამის შესახებ დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სოფელში სასაფლაოზე ადამიანი რომ გავა, სოფლის რწმუნებული მიმართავს და სთხოვს მას, რომ იქ არ იყოს სუფრა და დიდი შეკრებები.

"არავინ უშლის ადამიანებს, მთელი კვირის განმავლობაში, როგორც შარშან იყო, ოჯახიდან 1-2 ადამიანი გავიდეთ, ავანთოთ სანთელი… იქნება შეზღუდული, მაგრამ განსაკუთრებული მონიტორინგი იქნება იმ არასასიამოვნო ტრადიციებზე, რაც გვაქვს. ამ დროს ეს გახლავთ ინფექციის გავრცელების მომატებული რისკფაქტორი...

სოფელში სასაფლაოზე ადამიანი რომ გავა, იმას არავინ აუკრძალავს, მაგრამ სოფლის რწმუნებული მიმართავს და სთხოვს მას, რომ იქ არ იყოს სუფრა და დიდი შეკრებები. ძირითადად ეს საკითხი უფრო მტკივნეულია თბილისის და დიდი ქალაქების სასაფლაოებზე, სადაც პოლიცია შესაბამის წესრიგს დაიცვას, რომ პრევენცია იყოს ამ დიდი შეკრებების…

თავი შევიკავოთ ორშაბათ-სამშაბათს, ამ ორ დღეს, იმიტომ, რომ ბრწყინვალე შვიდეული ტყუილად არ არის შვიდი დღე. ყველა ვცდილობდით, გავსულიყავით ორშაბათ-სამშაბათს სასაფლაოებზე, ხომ შეიძლება ეს გადანაწილდეს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.