ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით აცრა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეძლებათ და მათთვის რეგისტრაცია დღეს, 27 აპრილს 8 საათზე გაიხსნება. ამის შესახებ მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა და თქვა, რომ შეხვედრის ძირითადი თემა ჩინური ვაქცინა იყო.
"გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 18 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიხსნება 8 საათზე პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველია არაერთი კვლევაა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის სინოფარმი უსაფრთხო ვაქცინაა, შესაბამისად, საბჭო დაეყრდნო ამ საერთაშორისო გადაწყვეტილებას", - განაცხადა მინისტრმა.