ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინაციის ოფიცრები კარდაკარის პრინციპით მოქალაქეებს რეგისტრაციაში დაეხმარეიან

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე წინასწარი რეგისტაციის პროცესში არსებულ გამოწვევების გასამკლავებლად, უწყება ვაქცინაციის ოფიცრებს გადაამზადებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ვაქცინაციის ოფიცრები რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებას მოახდენენ და პორტალზე დარეგისტრირებაში დაეხმარებიან.

"დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობას, რადგან გამოიკვეთა, რომ რეგისტრაციასთან მიმართებით მნიშვნელოვანი შეფერხებები არსებობს. ჩვენი მოქალაქეები არ არიან სათანადო უნარ-ჩვევებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილები, რათა მათ პლატფორმაზე რეგისტრაცია შეძლონ. აქედან გამომდინარე, ვამუშავებთ ახალ პროექტს, რომელიც ვაქცინაციის ოფიცრების გადამზადებას გულისხმობს. პროექტში ახალგაზრდები ჩაერთვებიან და ისინი კარდაკარის პრინციპით მოქალაქეების როგორც ინფორმირებას, ასევე ჩვენი მოქალაქეების რეგისტრაციას მოახდენენ“. - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.