პარლამენტის წევრებმა კახი კავსაძის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს

"ყველას სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახსა და ახლობლებს“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ სხდომის მიმდინარეობისას.

საქართველოს პარლამენტში, სადაც პლენარული სხდომა მიმდინარეობს, დეპუტატებმა ლეგენდარული ქართველ მსახიობის, კახი კავსაძის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

„საქართველოს საზოგადოების სიყვარულით გამაერთიანებელი, ბატონი კახი კავსაძე გარდაიცვალა. გთხოვთ, წუთიერი დუმილით, პატივი ვცეთ მას. ყველას სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახსა და ახლობლებს“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.