86 მომხრე, 6 მოწინააღმდეგე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიეს.
კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 96-მა დეპუტატმა გაიარა.
ცნობისთვის, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 აპრილს დატოვა, რის შემდეგაც "ქართულმა ოცნებამ" ამ თანამდებობაზე კახა კუჭავა წარადგინა.