"მტკიცედ მჯერა, იმისათვის რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს და გავაერთიანოთ საქართველო, ჩვენ ჯერ უნდა გავერთიანდეთ აქ, პარლამენტში. ეს სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს საერთო მომავალს", - განაცხადა კახა კუჭავამ პლენარულ სხდომაზე.
"საქართველოს მომავალი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა, რაც უკვე ძალიან ახლოსაა, - 2024 წელს განაცხადის გაკეთებისთვის ვემზადებით. ასეთი დაახლოება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, რომელიც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დამთავრდება ღირსეული წევრობით, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების, კეთილდღეობისა და მშვიდობის მთავარი გარანტიაა, ეს არის ქართველი ხალხის ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რომელიც უპირობო და შეუქცევადია. ჩვენ ერთად უნდა გავამყაროთ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა, რომ საქართველო ყოველთვის იქნება არჩეული კურსის ერთგული და მუდამ იქნება დასავლეთისთვის სტაბილური დასაყრდენი რეგიონში. ეს ის საქმეა, რომელსაც ერთად უნდა შევეჭიდოთ და ერთად დავდოთ სასურველი შედეგი", - განაცხადა კახა კუჭავამ.